ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკო-ში არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაცია იქნება

საქართველოს ისტორიაში პირველად, ცესკო-ში არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაცია იქნება, –  ამის შესახებ  ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.

როგორც ჟვანიამ განაცხადა, ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, თუ როგორ ობიექტურად ითვლის ცესკო ხმებს.

„მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც ცესკო საზოგადოებას პირველად შესთავაზებს არის ის, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაცია იქნება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდეს ხმის დათვლის პროცედურას, გადაღების 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით”,- განაცხადა ჟვანიამ.

იტვირთბა....