ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქვეყანას ჰყავს ახლა ერთი მატყუარა ბიძინა ივანიშვილი”

“ბიძინა ივანიშვილი არის მატყუარა”, – ამ განცხადებას “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აკეთებს. ბერძენიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება და მიზეზებსაც ხსნის.

მისი თქმით, ამ წერილიდან კარგად ჩანს თუ რა ურთერთობა იყო ერთს მხრივ, “რესპუბლიკელებსა” და დავით უსუფაშვილს, მეორეს მხრივ კი, ბიძინა ივანიშვილს, გიორგი კვირიკაშვილსა და პარტია “ქართულ ოცნებას” შორის.

„ქვეყანას ამდენი მატყუარა არ ჰყავს, ქვეყანას ჰყავს ახლა ერთი მატყუარა. არ ვიცი რატომ აიკვიატა ეს ამბავი, რატომ ტყუის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ამ დოკუმენტიდანაც კარგად ჩანს სინამდვილეში, როგორი იყო ურთიერთობები. იყო პარტნიორული ურთიერთობები, იყო მცდელობა მათი მხრიდან, რესპუბლიკელების და ქართული ოცნების ორპარტიული კოალიციის შექმნისა და სხვებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ღერძი პარტიები ეს იქნებოდა, ამის შესახებ როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ რას ამბობ რესპუბლიკელებს როგორ დავავალებდი რამესო – არის დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ დიახ ავალებდა, თხოვდა, აინტერესებდა ჩვენთან ერთად საქმეების კეთება და გაგვიკეთებია ადრე. ახლა რატომ ტყუის არ ვიცი, უბრალოდ დოკუმენტებთან ბრძოლა ძნელია.“- აცხადებს ბერძენიშვილი.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ღია შეტევა “რესპუბლიკელებზე” გამოწვეულია იმით, რომ პროდასავლურობასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიმართ ბევრი კითხვა არსებობს.

იტვირთბა....