საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმის განხილვა დაიწყო.
უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არაერთხელ გადაიდო. მიზეზი მოსამართლეების გამოუცხადებლობა გახდა.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს გაფლანგვის მუხლის კონსტიტუციურობას, რომლის საფუძველზეც უგულავასა და თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს პატიმრობა აქვთ შეფარდებული.