ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბატონი ბიძინა კიდევ ბევრ სადუმლოებას ფლობს უღირსი ოპონენტების მიმართ“

„კიდევ ბევრ საიდუმლოებს ფლობს ზოგიერთი ჩვენი უღირსი ოპონენტის მიმართ, რომ გაიგოს საზოგადოებამ კიდევ უფრო აგრესიული გახდება ბატონ ბიძინას მიმართებაში” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. ამით მან ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპონენტების მიმართ გაკეთებული ბოლო დროინდელი განცხადებები შეაფასა.

„ბატონ ბიძინას შეფასებებს პატივს ვცემ, იმიტომ რომ ის ჯდება თავიდან ბოლომდე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ეს შეფასებები არ არის მოწოდებითი ხასიათის ძალადობრივი, მუქარის მატარებელი და ის საიდუმლოებები რომლებიც მან გაამჟღავნა .

მინდა გითხრათ, რომ კიდევ ბევრ საიდუმლოებს ფლობს ზოგიერთი ჩვენი უღირსი ოპონენტის მიმართ, რომ გაიგოს საზოგადოებამ კიდევ უფრო აგრესიული გახდება ბატონ ბიძინასთან მიმართებაში.

ზოგიერთი გაბრაზებულია რომ ფული მოსთხოვა და არ გადაუხადა და ზოგიერთი გაბრაზებულია რომ არ შესთავაზა გვერდში დგომა და მოდი ყველამ თავის საქმეს მიხედოს, მიიმხროს ამომრჩეველი პატიოსანი ხერხებით”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

იტვირთბა....