ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: „გია სირაძე უდანაშაულოა და შევეცდებით დავამტკიცოთ“

„გია სირაძე უდანაშაულოა და მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება დასაბუთებული განაჩენი, გასაჩივრების შემდეგ შევეცდებით მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ“- ამის შესახებ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მსჯავრდებულმა გია სირაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა საქმეზე გამოტანილი გამამატყუნებელი განაჩენის შემდეგ განაცხადა.

„გია სირაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ჩვენი შეფასებით არანაირ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა. როგორც ეს ადამიანი განმარტავს მას არავითარი შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს. ჩვენებები, რომლებიც ამხელდა გია სირაძეს დანაშაულის ჩადენაში იმ პირების მიერ იყო მიცემული, ვინც უშუალოდ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული და რომლებსაც პროკურატურამ გაუფორმა განრიდება. გია სირაძე უდანაშაულოა და მას შემდეგ რაც ჩაგვბარდება დასაბუთებული განაჩენი, გასაჩივრების შემდეგ შევეცდებით მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ,თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ, რომელსაც მიესაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას მიმართ, რომელსაც მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის გია სირაძის მიმართ, რომელსაც მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იტვირთბა....