ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მმართველი გუნდი “საერთაშორისო გამჭვირვალობას” ბრალდებებით პასუხობს

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველოს“ კვლევაში არამართებულად არის გაშუქებული ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა „რუსთავი 2-ის“ მიმართ.

მისი თქმით, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე მედიას, აქვს კრიტიკის უფლება.

„არ არის პოლიტიკოსი, მითუმეტეს პარლამენტის წევრი ისეთი სუბიექტი, რომელსაც გარკვეულ თემებზე შეიძლება აუკრძალო საუბარი, ეს არანაირ დემოკრატიულ სტანდარტში არ წერია, გადახედეთ ან გადართეთ ხოლმე ხშირად სხვადასხვა არხებზე. პოლიტიკა უნდა იყოს გარკვეულად  ლიმიტირებული და არ უნდა ასახავდეს თავის შინაარსით სასამართლო ან რაღაც სამართლებრივი ნაწილზე არ უნდა აკეთებდეს გავლენას. ვერ ვიტყვით, რომ სასამართლოზე გავლენას არ ახდენს ვთქვათ იგივე რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის მივარდნა და იქ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მედიის თავისუფლების 4 წლიან ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ვითარება მედია სფეროში პლურალიზმის მხრივ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა პრობლემები ისევ რჩება.

იტვირთბა....