ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამუკა ახვლედიანი მოსამართლეების მიერ ფულის აღების ფაქტებზე საუბრობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი თავმჯდომარის სარჩელს განიხილავს. მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე მოსამართლემ მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც განხილვაზე ჯერ უარი განაცხადა, შემდეგ კი მეორე ინსტანციამ სარჩელი უკან დაუბრუნა.

ახვლედიანი ამბობს, რომ სასამართლოში ვითარება მისი წამოსვლის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა.

“გაცილებით უარესად არის ვითარება. ჩემი წასვლის შემდეგ მათ აჩვენეს თავისი ძალა, ეს აღარ არის კლანი ეს უფრო დიდი ორგანიზმია, ეს არის სირცხვილი. ადამიანები ითხოვენ სამართალს რომელიც ქვეყანაში არ არსებობს. თუ აქამდე კლანები მართავდნენ ვითარებას ახლა ერთი დიდი ორგანიზმია, რომელიც გაცილებით საშიში და გავლენიანია.”- განაცხადა ახვლედიანმა.

კითხვაზე, იღებენ თუ არა გადაწყვეტილებებს მოსამართლეები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ახვლედიანმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ სმენია.

„დიახ და კონკრეტული ფაქტები არის ცნობილი, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტის გადაცემის ცერემონიას არ დავსწრებივარ, მაგრამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ სხვაგვარად მსგავსი გადაწყვეტილებები ვერ იქნებოდა მიღებული,“-ამბობს ახვლედიანი.

იტვირთბა....