ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NGO-ებმა სამოქალაქო საზოგადოება გარყვნეს

“მესამე სექტორი დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის იქ”, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო სექტორის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 26 მაისის კადრების გავრცელება წინასაარჩევნოდ კითხვებს აჩენს.

„რომელი მესამე სექტორი?! ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად. ალბათ, „პაგონებიანმა“ გიგაურმა თქვა. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო „პაგონები“ მაგ დროს – მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“.- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იტვირთბა....