ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი ლექტორი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი ლექტორი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს. ისინი მესამე ვადით არჩეული რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ. მოშიმშილეები სასწავლებლის ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტებზე ზეწოლაზეც საუბრობენ და პროცესში განათლების მინისტრის აქტიურ ჩართვას ითხოვენ.

 

„ამოიწურა ის ვადა, რომელიც ჩვენ მივეცით არჩილ ფრანგიშვილს იმისათვის, რომ იგი გადამდგარიყო, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. დაიწყეს ტელეფონებზე რეკვა ჩვენს თანამოაზრეებთან მავანმა და მავანმა და ეუბნებოდნენ, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ აქციაში. გადავწყვიტეთ, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქციაში 9 ოქტომბრამდე, ანუ არჩევნებამდე,“-განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.

 

სასწავლებლის რექტორი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს.

იტვირთბა....