პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუკი კარდაკარის პროცესში ამომრჩევლებისაგან პირად მონაცემებს გამოითხოვენ, ამაზე შესაბამისმა სტრუქტურებმა რეაგირება უნდა მოახდინონ.
“რესპუბლიკურ პარტიას” ჰყავს მხარდამჭერები, ჰყავს აქტივისტები. ჩვენ არ გვყავს ანაზღაურებადი კოორდინატორები, ჩვენ არ გყავს საჯარო სექტორში დასაქმებული ხალხი, რომელიც პარტიის სასარგებლოდ ვინმეს რაიმე თემაზე ესაუბრება. თუკი ვინმე ამას აკეთებს, თუ ვინმე პირად მონაცემებს აგროვებს, ეს არის დარღვევა. სადამკვირვებლო ორგანიზაციები იმისთვის არიან, რომ ამის შესახებ მიუთითონ, სახელისუფლებო სტრუქტურები იმისთვის არიან, რომ ამაზე რეაგირება გააკეთონ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოქალაქეებთან მიდიან და პირადი მონაცემების გაცემას სთხოვენ, თუმცა არანაირ განმარტებას არ აკეთებენ, რისთვის სჭირდებათ პერსონალური ინფორმაცია.