ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნანუაშვილი ივანიშვილს პასუხობს: თუ ვინმეს არ მოსწონს ჩვენი პოზიცია ეს მისი პრობლემაა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ყოფილი პრემიერის  ბიძინა ივანიშვილის  კრიტიკას პასუხობს.

„ეს მისი აზრია, რა თქმა უნდა მას უფლება აქვს სახალხო დამცველიც გააკრიტიკოს, მაგრამ ჩვენ რეალურად არ ვეთანხმებით ნამდვილად, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველს აქვს სრული უფლებამოსილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს სასამართლო მეგობრის პოზიციის მომზადება და წარდგენა. მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესახებ გაამახვილოს ყურადღება. ჩვენ სწორედ ამ საქმიანობას ვახორციელებთ კანონის შესაბამისად. თუ ვინმეს არ მოსწონს ჩვენი პოზიცია მე ვფიქრობ, ეს მისი პრობლემაა და არა სახალხო დამცველის,“-განაცხადა ომდუსმენმა.

შეგახსენებთ, ივანიშვილის თქმით, სახალხო დამცველმა ე.წ კაბელების საქმეზე სანამ სასამართლო პროცესი არ დამთავრდება განცხადება არ უნდა გააკეთოს.

“სახალხო დამცველი სასამართლოს დამთავრებამდე თუ ასეთ აზრებს გამოთქვამს, ძალიან ცუდია, ასწრებს სასამართლოს და მის საქმეებში ერევა. ზოგადად დამოკიდებულება, რომ არ არის დამტკიცებული, მათ რომ ეს ჯიბეში ჩაიდეს, ვერ დაამტკიცა პროკურატურამ, მაგრამ არამიზნობრივად არის გაფლაგული 5 მილიონი ლარი, ეს სერიოზულ კითხვებს იწვევს, თუმცა მე არ ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნების გაკეთებას.”-თქვა ივანიშვილმა.

იტვირთბა....