ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა გამოცხადდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებსთან დაკავშირებით 28 წლის აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა გამოაცხადა.  ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა.

აჰმად ხან რაჰამი წარმოშობით ავღანელი აშშ-ის მოქალაქეა. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეჭვმიტანილი სავარაუდოდ შეიარაღებული და საშიშია.

ამასთან, სამართალდამცველების ინფორმაციით, უკანასკნელად აჰმად ხან რაჰამი ნიუ-ჯერსის ქალაქ ელიზაბეთში ნახეს, სადაც ცოტა ხნის წინ ხუთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ბომბები ნიუ-იორკში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი იყო.

შეგახსენებთ, მანჰეტენის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.

 

იტვირთბა....