„რესპუბლიკური პარტია“ „პატრიოტთა ალიანსის“ დაჯარიმებას ითხოვს. როგორც საბურთალოს რაიონში „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, ერთ-ერთ ქუჩაზე, მის საარჩევნო პლაკატებს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატის პლაკატები გადააკრეს.
თამარ ხიდაშელი ამ ფაქტის გამო მათ დაჯარიმებას ითხოვს და უწყებათშორის კომისიას მიმართავს, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.
„პატრიოტთა ალიანსში“ ბრალდებებს უარყოფენ.