დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებული პოლიციელი , გოდერძი თევზაძე შიმშილობას განაგრძობს. მისი ადვოკატის განცხადებთ, თევზაძე ბრალს კვლავ არ აღიარებს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
დაცვის მხარის ინფორმაციას, რომ ექსპერტიზამ სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის წერილში ორი კალიგრაფიის არსებობა დაადგინა, რაც მის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს და წერილი შესაძლოა დემურ სტურუას ძმამ დავით სტურუამ დაწერა, სტურუას ოჯახის წევრებმა უპასუხეს. მათი მტკიცებით, წერილი მთლიანად ახალგაზრდის მიერაა დაწერილი.
“ჩემს უმცროსს შვილს პოლიციასთან პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ამან წერა არ იცის, ეს საერთოდ არ იყო სახლში. საიდან მოიტანა ადვოკატმა, რომ ჩემი შვილი დათოს დაწერილია ეს წერილი,”- აცხადებს გარდაცვლილი სტურუას დედა ნონა ჯოჯუა.