ახალი ამბები მთავარი

ენმ: დაპირისპირებაში არამხოლოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები, საჯარო პირებიც მონაწილეობდნენ

“ნაციონალური მოძრაობის”  წარმომადგენლებმა დღეს იმ პირების ფოტოები, ვინაობა და თანამდებობები დაასახელეს, რომლებიც, მათი თქმით, გორში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

პარტიაში  “ქართული ოცნების”  მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც ისინი მათი აქტივისტების დაპირისპირებაში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაპირისპირებაში არამხოლოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები, არამედ საჯარო პირებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის ტყვიავის გამგებელი და გორის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი საუბნო კომისიის თავმჯდომარე:

„სამწუარაოა, რომ შსს ქართული ოცნების ქვეგანყოფილებად გადაიქცა და დანაშაულის დაფარვაში ასე პირდაპირ მონაწილეობს,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დაპირისპირებაში “ქართული ოცნების” წევრები არ მონაწილეობდნენ.

იტვირთბა....