ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. მისი დაკითხვა ბოლო დროს გავრცელებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით მოხდება, რომელიც მასსა და ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის შედგა.
დაკითხვაზე შესვლამდე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყოველგვარი ზღვარი გადაკვეთა და ეს მალე უნდა დასრულდეს.
”ეს ყველაფერი, რაც ჩვენი პარტიის ირგვლივ ხდება, ყველა ზღვარს გასცდა. მე ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, ეს არ არის სუს-ის ამბავი, ეს არის КГБ-ს ქმედება, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში და უკვე მალე დაწესდება ოფიციალურად. ეს არის ზღვარი, რომელიც გადაკვეთა ჩვენმა ხელისუფლებამ და რომლის გაგრძელებაც აღარ შეიძლება”.- განაცხადა ბურჭულაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ დროისთვის იმყოფებიან მოძრაობის ლიდერები და მათი მხარდამჭერები.

იტვირთბა....