ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გოდერძი თევზაძეს გავლენიანი მფარველები ჰყავს”: ოჯახი დემურ სტურუას მკვლელობის ვერსიას კატეგორიულად უარყოფს

 

“აბსურდია, რომ ეს საქმე მკვლელობად გადაკვალიფიცირდეს. წერილში გოდერძი თევზაძე ფიგურირებს. “, -ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში დემურ სტურუას ბიცოლა, დარიკო ჯაში აცხადებს.

მისი განმარტებით, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პოლიციელ, გოდერძი თევზაძეს გავლენიანი მფარველები ჰყავს:

“ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა ბავშვი, რომ თავი მოეკლა. ადვოკატი სამი დღე თვითონ მალავდა გოდერძი თევზაძეს.

ისეთი სიტყვები აქვს დაწერილი ბავშვს წერილში, რომ ეს თვითმკვლელობაა. უენო ბავშვი იყო და გოდერძი თევზაძისგან ისეთი ზეწოლა მიიღო, რომ თავი მოიკლა.

ახლა ადვოკატი რომ რაღაცეებს მიკიბ-მოკიბავს, შვილი არ ჰყავს? საიდან მოიტანეს რომ ჩემი შვილი ვინმემ ჩამოახრჩო? დაამტკიცონ ეს მაშინ.

ამდენი ფაქტი: წერილი, ცემის ფაქტი, ვიდეოკამერები, თევზაძემ  ბავშვი მანქანაში რომ ჩაისვა, ღამის ორ საათზე მოაკითხა…-საკმარისი არ არის? უბრალო მოქალაქეს რომ ეს ჩაედინა, უკვე საციმბიროდ იქნებოდა გამზადებული.”, -აცხადებს დემურ სტურუას ბიცოლა, დარიკო ჯაში.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძის ადვოკატი თვითმკვლლეობიდან საქმის მკვლელობაზე გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მისი  ინფორმაციით, საქმეში საეჭვო გარემოებებია, რაც თევზაძის უდანაშაულობას ამტკიცებს.

დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, გოდერძი თევზაძე ბრალს არ აღიარებს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

 

იტვირთბა....