https://www.youtube.com/watch?v=3wytf_Dif40
“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტვ “პირველის” პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილს კვლავ დაურეკა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის ნომერი ტელეფონში შეტანილი აქვს სახელით “მოქალაქე”. ივანიშვილმა ბერძენიშვილის სატელეფონო ზარს არ უპასუხა:
“პრაქტიკულად, გამორიცხულია, ახლა მან არ იცოდეს, რომ მე ვურეკავ. მაგრამ მოქალაქეს ეშინია საჯარო საუბრის, მან სიცრუის კორიანტელი დაატრიალა ჩვენს წინააღმდეგ და ჩემთან საპასუხო არაფერი აქვს. მე დიდი ხანია მაქვს მისი ნომერი, ვოლსკის არ ჰქონდა, მე კი მაქვს… უნდა გავთიშო, რა ვქნა, არ მპასუხობს”, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ მის ზარებს ივანიშვილი აღარ პასუხობს.