გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმების მზადებაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს თურქეთში, -ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ეჭვმიტანილებსა და რომელიმე ტერორისტულ დაჯუფებებს შორის კავშირი ჯერ არ დადგენილა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მიიღო ინფორმაცია, რომ მისიებზე თავდასხმები იგეგმებოდა. შესაბამისად, 12 სექტემბრიდან თურქეთში დაიხურა გერმანიის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა, მუშაობა ასევე შეწყვიტეს გერმანულმა სკოლებმა. ამავდროულად, 12-15 სექტემბერს ასევე არ მუშაობდა დიდი ბრიტანეთის საელჩო ანკარაში.
გერმანიის დიპლომატიურმა მისიებმა თურქეთში დღეს განაახლეს მუშაობა.