ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგლა ჟვანია: „ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა“

ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძმა, დეპუტატი გოგლა ჟვანია საპარლამენტო არჩევნებში აღარ მონაწილეობს და  აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა:

”როდესაც ახალი სიის ფორმირებაზე დაიწყო საუბარი, მაშინვე ითქვა, რომ სია ძალიან გადახალისებული იქნებოდა. თუ არ ვცდები, ”ქართული ოცნების” სიაში 100-ზე მეტი ადამიანი ახალი სახეა. მე პარტიის ხელმძღვანელობას შევხვდი, რომელთაც აინტერესებდათ ჩემი პოზიცია, ჩემი მომავალი პოლიტიკური მიზნები. მაშინ მე განვაცხადე, რომ სიაში ყოფნა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ იყო და შეეძლოთ გადაწყვეტილება მათი შეხედულებისამებრ მიეღოთ. პოლიტიკაში მოსვლა ჩემი ცხოვრების მიზანი არ იყო. ეს გამოიწვია ჩემმა საზოგადოებრივმა აქტიურობამ, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემი ძმის მკვლელობის გამოძიებასთან. ასე ნელ-ნელა მოვხვდი ქართულ პოლიტიკაში. არც მაშინ მიაქტიურია, როცა 2012 წელს ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ჩამწერეს. ჩემთვის პოლიტიკა დიდად საინტერესო საქმიანობა არ არის და პოლიტიკაში ჩემი ჩართვა გარკვეული გარემოებებით იყო გამოწვეული”, – განუცხადა ჟურნალისტებს გოგლა ჟვანიამ.

იტვირთბა....