ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება ამოქმედდა

უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება დღეიდან, 15 სექტემბრიდან   ამოქმედდება. ინფორმაცია ამის შესახებ კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს.

სამშვიდობო ზავი ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს, რაც  კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული სამსაფეხურებიანი გეგმის პირველი ეტაპი გახდება.

თუ კონფლიქტში ჩართული მხრეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებას ერთი კვირის შემდეგაც შეძლებენ,  უკრაინა დონბასის სპეციალურ სტატუსზე მიიღებს კანონს, უკრაინის აღმოსავლეთიდან კი რუსული ძალების ეტაპობრივი გაყვანა დაიწყება.

 

იტვირთბა....