ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ რაღაც დამმართონ“

„მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ“, – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საფრთხის შესახებ ეუბნებიან „ოცნებიდან“, შსს-დან , უშიშროებიდან „ნაცნობ-იცნობები, ახლობელ-ნაკლებახლობლები“.

”ყველა მხრიდან მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ და გამანეიტრალონ. ამას მითვლიან „ოცნებიდან“, შსს-დან, უშიშროებიდან ნაცნობ-უცნობები, ახლობელ-ნაკლებახლობლები. მირჩევენ ვიარო ფრთხილად … თავის მოკვლას არ ვაპირებ, შანსი არაა – თუ ასე გამოაცხადეს GDS-მა და სხვებმა, “ზნაჩიტ” ეგ იყო გეგმა და არ დაიჯეროთ. დანარჩენზე კიდევ მეცინება. ჩემ ქალაქში ფეხისწვერებზე სიარულს არ ვაპირებ, დავდიოდი და ვივლი ფეხით, თამამად და გულიანად. თუ უბრალოდ ჩემი შეშინება გინდათ, ამაოდ ირჯებით. თუ გაინტერესებთ რატომ – აბრძანდით ჩემ საგვარეულო სოფელში – ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში, რამოდენიმე ელისაშვილს შეხვდით და მიხვდებით რატომ ვართ ეგეთები. ისე კი მთელი სახელმწიფო და მმართველი პარტია მე რომ მებრძვით და შეშინებას ცდილობთ, თქვენ თავს არ ეკითხებით რატომ გაკრიტიკებთ? რატომ დაგიპირისპირდით და რატომ გადავიქეცი დაუნდობელ ოპოზიციონერად? ვისაც სინდისი აქვს იმას ვეკითხები, თორემ ირაკლი და დანარჩენ კობახიძეებს და კიდევ სიაში 11 ნომერი რომაა, იმ ქალს არც მივმართავ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

იტვირთბა....