ახალი ამბები მთავარი სამართალი

დემურ სტურუას ოჯახი გოდერძი თევზაძისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს

დემურ სტურუას ოჯახი გოდერძი თევზაძის კანონის შესაბამისად დასჯას და მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს.
ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ თევზაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და კიდევ ერთხელ ირწმუნებიან, რომ სწორედ მისი მხრიდან სისტემატიური ზეწოლა გახდა ახალგაზრდის თვითმკვლელობის მიზეზი.
მიუხედავად იმისა, რომ თევზაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა, ოჯახი და მათი ახლობლები სამტრედიის პოლიციასთან ხვალ აქციის გამართვას მაინც გეგმავენ.
“მოვითხოვ, რომ რაც ეკუთვნის სასჯელი ის მიუსაჯონ, არავითარი გათავისუფლება. მინდა, რომ დაისაჯოს მკაცრად. ასევე მინდა, რომ სერგო შენგელია და დავით ქოიავა დაისაჯონ. მაგათი სიტყვით იყო, რომ დავით ნაცვლიშვილი მომივარდა სახლში და სასიკვდილოდ მცემა.“-აცხადებს დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა.
შეგახსენებთ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომლიც თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

იტვირთბა....