ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სროლის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე გაისროლეს.
თვითმხილველების განცხადებით, დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ქვემო კიდურებში აქვს მიყენებული.