https://www.youtube.com/watch?v=UvvMgBtcLrM
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელიც დღეს გამოძიებას ჩაბარდა, თავს დამნაშავედ არ ცნობს და შიმშილობას იწყებს.
როგორც მან განაცხადა, ის მიმალვაში არ ყოფილა და გარდაცვლილ დემურ სტურუასთან „ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა“.
„მოვედი აქ იმისთვის, რომ პოლიციელის მუნდირი დავიცვა. დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას და იმედი მაქვს, ობიექტური გამოძიების. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. არაფრის მეშინია, სრულიად უდანაშაულო ვარ“, – განაცხადა გოდერძი თევზაძემ.
გოდერძი თევზაძე პოლიციას დღეს საღამოს ჩაბარდა. თევზაძე პროკურატურის შენობაში საკუთარმა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ მიიყვანა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. მან გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე თვითმკველობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.