“დარწმუნებული ვარ, რომ ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ზაზა რუხაძე თუ მას პარლამენტი აირჩევს, ეს შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს დააყენებს ფეხზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მან პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ზაზა რუხაძე კანდიდატურა შესთავაზა.
”საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზე ზაზა რუხაძის კანდიდატურა. პარლამენტი თუ მხარს დამიჭერს, ეს პარლამენტი თუ მომავალი, საკონსტიტუციო სასამართლო გამდიდრდება და გამაგრდება პრინციპული, პროფესიონალური თვისებებით გამორჩეული ხალხით. კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა მოსამართლეები რომლებიც საქმეს შეუდგებიან თვის ბოლოს. ორივე მათგანს მე ძალიან კარგად ვიცნობ. ვიცი, მათი პროფესიული თვისებები და დარწმუნებული ვარ, რომ ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ზაზა რუხაძე, თუ მას პარლამენტი აირჩევს, უზენაეს სასამართლოს ერთი მოსამართლე კიდევ ჰყავს დასანიშნი – ეს შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს დააყენებს ფეხზე იმიტომ, რომ დღეს მას სჭირდება დახმარება, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა. ისინი გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ, რომლებიც თავის დროზე პრეზიდენტის კვოტით იყვნენ დანიშნულები.