ახალი ამბები მთავარი

„საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსება არსებული ვითარების ანალიზია“

საქართველოს პარლამენტის თამჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მის მიერ გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებაზე, აშშ-ს სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსების თაობაზე უფრო კონკრეტულად ისაუბრა:

 

“როდესაც მე ვამბობ, რომ საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს NATO-ში გაწევრიანების პროცესის პარალელურად საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებაზე, ეს არ არის უბრალოდ სურვილი. ეს არსებული ვითარების ანალიზია.

ათიოდე დღის წინ საქართველოში კონგრესმენების კიდევ ერთი დელეგაცია იყო, რომელთან საუბარშიც, პირადად მეც ვთხოვე, რომ დაეჩქარებინათ რეზოლუციის მიღება. ეს რეზოლუცია დიდი ხანია მზადდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა მიიღონ. ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ის მხრიდან ველოდებით საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გააქტიურებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გახდეს ახალი პრეზიდენტი, ჩვენ საქართველოსთან უფრო მეტად გააქტიურებულ ურთიერთობებს ვნახავთ.

 

ამის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის ვითარება, რაც კონგრესში, სენატში და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის შტატში, ბანაკებში, რომელთანაც ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ, როდესაც მე ვამბობ, რომ საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს NATO-ში გაწევრიანების პროცესის პარალელურად საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებაზე, ეს არ არის უბრაოდ სურვილი. ეს არსებული ვითარების ანალიზია. საქართველოს რაც შეიძლება მეტი უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. აშშ-ს სჭირდება საქართველო და საქართველოსნაირი ერთგული პარტნიორები იმისთვის, რომ მსოფლიოში მიღწეული იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. ეს სჭირდება ჩვენი რეგიონის საერთო უსაფრთხოებას და მე ამ რეზოლუციას და განცხადებებს განვიხილავ, როგორც ნოყიერ ნიადაგს ამ წამოწყებისთვის.

 

რა თქმა უნდა, დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ვითარება ერთი მხრივ, პრობლემების ანალიზი, თუ რა უშვეიდა მათ და რა იქნებოდა ადეკვატური, პასუხი არის ეს. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით მუშაობას სერიოზული პერსპექტივა აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაეფრი NATO-ში გაწევრიანების პარალელურად სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

იტვირთბა....