ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის პოლიტიკის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა. როგორც Reuters-ი იტყობინება, საჯარიმო ზომები ნახევარი წლის პერიოდზეა გათვლილი, მოქმედებას კი 15 სექტემბრიდან დაიწყებს.

ევროკავშირი არ აპირებს ორგანიზაციებისა და კონკრეტული პირების სიის გაზრდას, ვისაც სანქციები შეეხება. ამ დრომდე ევროკავშირის სასანქციო ზომები 150 ადამიანსა და 37 დაწესებულებაზე ვრცელდება.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები პირველად, 2014 წლის ზაფხულში დააწესა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებული რუსული კომპანიების სია გააფართოვა

იტვირთბა....