საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე:
”მთავრობა მოწადინებულია არჩევნები საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების და სტანდარტების თანახმად ჩაატაროს. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია მაქსიმალურად პლურალისტური, ღია, თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, სადაც მრავალ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროგრამა და გზავნილი მიაწოდონ ამომრჩეველს. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი რეალობად ვაქციოთ.
მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ რეფორმების მიმდინარეობას და შედეგებს და პასუხები მიიღონ კითხვებზე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო კმაყოფილება, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან იქნა აღირებული საქართველოს პროგრესი და მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ ამ პროგრესის დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება და საქართველო დაუახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მიაღწევს საბოლოო მიზანს – გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგები აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ნატო-ს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს.
მთავრობა მოწადინებულია არჩევნები საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების და სტანდარტების თანახმად ჩაატაროს. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია მაქსიმალურად პლურალისტური, ღია, თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, სადაც მრავალ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროგრამა და გზავნილი მიაწოდონ ამომრჩეველს. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი რეალობად ვაქციოთ.
მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ რეფორმების მიმდინარეობას და შედეგებს და პასუხები მიიღონ კითხვებზე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო კმაყოფილება, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან იქნა აღირებული საქართველოს პროგრესი და მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ ამ პროგრესის დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება და საქართველო დაუახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მიაღწევს საბოლოო მიზანს – გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგები აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ნატო-ს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.