ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო, სადაც მისასალმებელი სიტყვით პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი გამოვიდნენ.
პრემიერმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
“ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.