რუსეთში პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში მგზავრების ნაწილი და აეროპორტის პერსონალი ევაკუირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცლებს.
როგორც ადგილობრივ მედიაში განმარტავენ, პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრების ევაკუაციის მიზეზი სატელეფონო ზარი გახდა, რომელიც აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ იუწყებოდა.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სატელეფონო შეტყობინების შემდეგ დაახლოებით 400 ადამიანი აეროპორტიდან გაიყვანეს. მისი თქმით, შემოწმება 15 წუთის წინ დასრულდა და ბომბის საფრთხე არ დადასტურდა.
აეროპორტის გარშემო პერიმეტრს პოლიციელები იცავენ, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.