ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა. შესაბამისი კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დააინიცირეს. 

  • ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსი არ გამოცხადდება, არ შეიქმნება არც სპეციალური კომისია, რომელიც კანდიდატებს პირდაპირ ეთერში გაესაუბრება.

ირკვევა, რომ კანდიდატს „წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები თავიანთი შეხედულებით წარადგენენ“.

ამ დრომდე მოქმედი წესის მიხედვით, 11-კაციან სამეურვეო საბჭოს შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარე ღია კონკურსს აცხადებდა – მსურველები ავსებდნენ განაცხადს. შემდეგ ეტაპზე სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია მართავდა კანდიდატებთან გასაუბრებას და მათ ქულებით აფასებდა.

კანდიდატების დასახელების უფლება აქვთ კანონით დადგენილ უწყებებსა თუ ჯგუფებს:

  • სახალხო დამცველს – ორ კანდიდატი;
  • საპარლამენტო უმრავლესობას – სამი;
  • საპარლამენტო ოპოზიციას – სამი;
  • აჭარის უმაღლეს საბჭოს – სამი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, რომელთაგან სამს :ზაზა აბაშიძეს, ბონდო მძინარაშვილსა და გია მურღულიას ვადა ეწურება. ზაზე აბაშიძე და ბონდო მძინარაშვილი საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით აირჩიეს, გია მურღულია კი – „ქართული ოცნების“ უმრავლესობის.

იტვირთბა....