ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღევანდელი დენის გრაფიკი: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდებათ ელექტროენერგია

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება შეეზღუდება. როგორც  კომპანია ”თელასში” აცხადებენ, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შემდეგ აბონენტებს შეეზღუდებათ:

ისნის რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან, 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყვარლის, მესხეთის, ტვიშის და მეველის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან, 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იტვირთბა....