„ქართული ოცნების“ ახალმა სახემ თამარ ჩუგოშვილმა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების შესახებ დღეს დამატებითი განმარტება გააკეთა:
„კონკრეტული ფაქტები აქამდეც იყო. გარკვეული ინფორმაციაც გვაქვს, რომ შესაძლოა ასეთი ფაქტები გაიზარდოს, გამოძიება დაწყებულია მხოლოდ კონკრეტულ ინციდენტებთან მიმართებით,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, თამარ ჩუგოშვილის მხრიდან გუშინ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გარკვეული პროვოკაციის მზადების შესახებ, გამოძიების დაწყების თაობაზე უწყებისთვის განცხადებით არავის მიუმართავს.