ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსულმა სამხედრო ხომალდმა ლა-მანშის სრუტეში ბრიტანული იახტის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა

რუსულმა სამხედრო ხომალდმა ლა-მანშის სრუტეში ბრიტანული იახტის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

სანაპირო დაცვამ სამშაბათს დილით მიიღო შეტყობინებები ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემიდან, რომელიც რუსული ფრეგატის, „ადმირალ გრიგოროვიჩის“ მახლობლად მიცურავდა.

ბრიტანული გემის შეტყობინებით, „გრიგოროვიჩმა“ გამაფრთხილებელი გასროლები მას შემდეგ განახორციელა, რაც სამშაბათს, დაახლოებით 11:40 საათზე, სრუტეში ხომალდები ერთმანეთს სახიფათოდ მიუახლოვდნენ.

ეს ბოლო 72 საათის განმავლობაში სრუტეში რუსული ხომალდის მონაწილეობით მომხდარი უკვე მეორე ინციდენტია. კვირას დილით, კირ სტარმერმა სამეფო საზღვაო ქვეითთა ​​ჯგუფს რუსულ „ჩრდილოვან ტანკერ“ Smyrtos-ზე აბორდაჟით ასვლა უბრძანა.

იტვირთბა....