ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შენი მანერების პატრონი რომ ზვიად გამსახურდიაზე არ უნდა ლაპარაკობდე…”

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიაზე  თქვა, რომ გამსახურდიამ სახელმწიფოს მართვა არ იცოდა.

“შეიძლება, ძალიან გულანთებული იყო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. ასე არ არის, რომ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს. ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა”.-განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის ამ განცხადებას ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მეც დიდ პატივს გცემ, ძვირფასო ბიძინა, მაგრამ შენი მანერების პატრონი რომ ზვიად გამსახურდიაზე არ უნდა ლაპარაკობდე, ამას დიდი “ჩაანალიზება” ჭირდება ალბათ

ჰო,მართვა არ იცოდა, როცა შუაგულ ჯოჯოხეთში სახელმწიფო შექმნა, ურთიერთობა დაალაგა აფხაზებთან და რუსეთს სამაჩაბლო საქართველოს ნაწილად აღიარებინა, ამას სიყვარულის გარდა ცოდნა არ ჭირდებოდა… შენ მაშინ კომპიუტერებით ვაჭრობდი ცუდი პოლიტიკოსი იყო ზვიად გამსახურდია, რომ სინდისგაყიდულ, პრივილეგიებზე დახარბებულ წითელ ინწილიგენციასთან და ბანდიტებთან საერთო ენა არ მონახა!

და ბოლოს: კალაძის, ჯაჭვლიანის, ნარმანიას და სხვების პატრონი გუნდზე არ უნდა ლაპარაკობდე. ესეც ჩემგან უფასო რჩევა შენ…

პ.ს. ოცნებავ, არჩევნებამდე მაინც გააჩუმეთ ეს კაცი. “- წერს გამსახურდია.

იტვირთბა....