აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მეუღლის შესახებ გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა მას შემდეგ წაშალა, რაც ტრამპის მეუღლემ გაზეთს სასამართლოში უჩივლა, -ინფორმაციას გამოცემა Daily -ი თავად ავრცელებს.
გამოცემის სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სლოვენიელი მოდელი 90-იან წლებში ნიუ-იორკში სააგენტო Escort-ის მოდელად მუშაობდა.
ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მელანია ტრამპმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, კომპენსაციის სახით $ 150 მილიონი მოითხოვა.
მელანია ტრამპი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, რაც მისი რეპუტაციისთვის დამღუპველია და პირად შეურაცხყოფას აყენებს.
შედეგად, გამოცემამ მელანია ტრამპის შესახებ გამოქვეყნებული მასალა წაშალა. როგორც გამომცემლობამ მოგვიანებით საკუთარ ვებგვერდზე განმარტა, ჟურნალისტი მასალაზე მუშაობის დროს სხვა წყაროს დაეყრდნო, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. გამოცემამ აღიარა, რომ მათ მელანია ტრამპის პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რამაც შესაძლოა, ასევე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეც იქონიოს გავლენა.