ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცის ვინაობა დადგენილია და ის რამდენიმე დღის წინ ზღვაში დაკარგული სამხედრო არ არის.