პოპულარული ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
27 წლის მომღერალი მას შემდეგ დააკავეს, რაც „მის კალიფორნია 2016-მა“ და მსახიობმა ბეილი ქარანმა პოლიციას განუცხადა, რომ კრის ბრაუნი მას იარაღით დაემუქრა. როგორც ის ყვება, კრის ბრაუნს აქამდეც იცნობდა და მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა როგორც უცხოური პრესა იუწყება, კრის ბრაუნი შემთხვევის დროს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
თავად მომღერალმა დაკავებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არაფერი ჩაუდენია და როდესაც გაიღვიძა, საკუთარ სახლთან პოლიცია აღმოაჩინა.
კრის ბრაუნი პოლიციას ჩაბარდდა, სამართალდამცველებმა ლოს-ანჯელესში მდებარე მისი სახლიც გაჩხრიკეს.
ბრაუნი წარსულშიც რამდენჯერმე დაუკავებიათ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2009 წელს იყო, როდესაც მომღერალ რიანაზე ფიზიკურად იძალადა.