ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მასაჩუსეტსში მცხოვრები 40 წლის ჯოზეფ გარგიულო ბარაკ ობამაზე თავდასხმის მომზადებისთვის დააკავა, -ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
გამოძიების ეროვნული ბიუროს განცხადებით, თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული სახლში ცივ იარაღს აგროვებდა და ასაფეთქებელ მოწყობილობას აკეთებდა. ამავდროუალდ, ჯოზეფ გარგიულო პრეზიდენტზე თავდსახმის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებდა:
„გარგიულო აკეთებდა განცხადებას, რომლის თანახმადაც მას ბარაკ ობამაზე თავდასხმის განხორციელებისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება სურდა, განსაკუთრებით ხელსაყრელად კი იმ დროს ასახელებდა, როდესაც პრეზიდენტი გოლფის მოედანზე იქნებოდა,“- ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯოზეფ გარგიულო მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა და ამის შემდეგ სასამართლომ მას ნებისმიერი სახის იარაღის შენახვა-ტარება აუკრძალა.