ახალი ამბები კულტურა მთავარი მსოფლიო

ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე უარი მეცხრედ უთხრეს

მარკ დევიდ ჩეპმენს, რომელმაც 36 წლის წინ ჯონ ლენონი მოკლა, ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე კიდევ ერთხელ უთხრეს უარი.

ჩეპმენმა ლეგენდარული მუსიკოსი 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ იორკში მოკლა. ლენონი იოკოსთან ერთად სახლს ტოვებდა, ჩეპმენმა მას ავტოგრაფი სთხოვა და მიიღო კიდეც. ამის შემდეგ, ჩეპმენმა ღამემდე მოიცადა, სანამ წყვილი შინ დაბრუნდებოდა და ჯონ ლენონს ზურგიდან რევოლვერით ხუთჯერ ესროლა.

61 წლის ბრალდებულს  ორი წლის შემდეგ კვლავ შეეძლება კომისიას შეწყალების თხოვნით მიმართოს.

იტვირთბა....