ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი კობახიძეზე: „ეს თმაგაპუწული გოგლი-მოგლი ბიჭი“

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა  ალეკო ელისაშვილმა, ცოტა ხნის წინ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ელის.

ამ განცხადებით ელისაშვილი კობახიძის მიერ ნათქვამ იმ ინფორმაციას  გამოეხმაურა,  სადაც ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ მას არ ახსოვს გიგი უგულავას მერობის დროს, 2012 წლამდე, ალეკო ელისაშვილს დედაქალაქში არსებული პრობლემები გაეპროტესტებინა:

„მოვითხოვ ამ ყმაწვილმა მომიხადოს საჯაროდ ბოდიში მე და ჩემს თანამოაზრეებს, რომლებიც ვიბრძოდით წლები. მეორე მოთხოვნაა, დაჯდეს და მოყვეს რას აკეთებდა 2012 წლამდე, ეს თმა გაპუწული გოგლი-მოგლი ბიჭი. თუ ამ ბიჭს არ ეყოფა გამბედაობა, ოცნების სხვა ლიდერებმა მოიხადონ ბოდიში,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილს ამ დრომდე არ გამოხმაურებია ირაკლი კობახიძე

იტვირთბა....