ქუთაისში პარლამენტის შენობასთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ ოპელის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, მსუბუქი დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც მეტრონომს შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.