ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

5-შვილიანი დედა, რომელიც მერიასთან ღამეს ათევს

სოციალურად დაუცველი 5 შვილიანი დედა ნანა დეისაძე ღამეს ქუთაისის მერიასთან ათევს. დეისაძე აცხადებს, რომ პოლიცია მას სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრაში ადანაშაულებს. მრავალშვილიანი დედა საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვს და ამბობს, რომ მისი საკუთრება თაღლითური გზით გაასხვისეს. სოციალურად დაუცველი ქალბატონის თქმით, წასასვლელი არსად აქვს და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ღამეს მერიასთან გაატარებს.

ადგილზე “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია იმყოფება, რომელიც ხელისუფლებას საქმით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი სიტუაცია მთავრობას წინასაარჩევნოდ არ გამოადგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ნანა დეისაძე არ ითხოვს ერთჯერად დახმარებას, მას საქმის გამოძიება სურს, რაც მათივე თქმით, მერიის კომპეტენციაში არ შედის.

იტვირთბა....