სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ მიწისძვრას. 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით, დღეს 03:36-ზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ ნაწილი, ქალაქ პერუჯის ახლოს იყო.
ამ დროისთვის სამაშველო სამსახურები ნანგრევებში მოყოლილ ხალხს კვლავ ეძებენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მატეო რეცის განცხადებით სამაშველო სამსახურებს მოხალისეებიც ეხმარებიან.