ირანმა და აშშ-მა „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობა უნდა გადალახონ, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის მტკიცებით, ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მუდამ საუბრობდა, რომ „არც ომი და არც მშვიდობის“ საკითხი უნდა გადაწყდეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამჟამინდელი ეტაპის გადალახვის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია.
„თუ გვსურს ამ „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობიდან გამოსვლა, რა უნდა გავაკეთოთ? თუ დიალოგს არ დავიწყებთ, მაშინ რა არის ალტერნატივა? სწორედ ამის საფუძველზე დაუშვა ლიდერმა მოლაპარაკებების გაგრძელება და საბოლოო ეტაპზე მისი მითითება იყო: „წადით და მოაგვარეთ საკითხი““, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

