საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცახდებით, არჩევნების შემდეგ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდება სახელმწიფო შპს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმაზე და ჯაჭვლიანს ამ კუთხით კარგი გამოცდილება აქვს.
“მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება სოსო ჯაჭვლიანის ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ და მოკლე დროში შევქმნათ ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო მოგეხსენებათ არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანი და მისი ჩართვა აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული. ალბათ, სოსო ჯაჭვლიანი ამ კომუნიკაციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“.- განაცხადა პრემიერმა.