თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, მთაწმინდის, გლდანის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად ტრადიციულად, გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მისის დასახლების, სოფელ ზურგოვანის, სოფელ დიღომის, დიდი დიღმის 1 მიკრორაიონის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00-დან 17:00-მდე, ელექტროენერგია არ ექნება ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონის I, II, III და IV კვარტლების, ძოწენიძის, ჟღენტის, გამრეკელის, პიკასოს, ამაშუკელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაინის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ყავლაშვილის, შავთელის და ჩახრუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.