სამხედრო ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებულ განცხადებას ქვეყანაში ტერაქტის აღკვეთის საქმესთან დაკავშირებით ეხმაურება. მისი თქმით, გამოძიება არასერიოზულად მიმდინარეობს:
“ეს ტერორიზმი ვერანაირად ვერ იქნება, ამ შემთხვევაში, ვერანაირად. უნდა იყოს სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ ძალადობა, უნდა იყოს გზავნილის გავრცელების მიზნით, ან იდეოლოგია უნდა ჰქონდეს ჯგუფს, ან პოლიტიკური, ან რელიგიური. ეს უფრო დივერსიის აქტია. ეს წინასაარჩევნოდ გამოყენების მცდელობა არის, ამას ბოლომდე არ იტყვიან, ეცდებიან რომ ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, თითქოს ეს კვალი აღმოაჩინეს. ჩემი აზრით, იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკია. ჩანასახშივე, ამ ეტაპზე, იმის თქმა, რომ ეს უკრაინას უკავშირდება, სერიოზული გამოძიების პირობებში აბსოლუტურად შეუძლებელია,” – განაცხადა ხარშილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ტერაქტის საქმეზე სუს-მა 7 პირი დააკავა, აქედან 5-ს უშუალოდ ტერორისტულ აქტის ჯგუფურად მომზადებაში ედება ბრალი.