თბილისის საკრებულოს წევრები თბილისის მერ დავით ნარმანიას 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოში იბარებენ.
საკრებულოში გამართულ ბრიფინგს ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების წევრებთან ერთად ფრაქცია „რესპუბლიკელების“, ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ესწრებოდნენ.
ერთობლივ განცხადებას 13 დეპუტატი აწერს ხელს.
„ნარმანია საკრებულოში მოსვლას თავს არიდებდა, არმოსვლის შემთხვევაში ახლა ის პირდაპირ დაარღვევს მის მიერვე დაწერილ კანონმდებლობას, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისაგან ნამდვილად არ გაგვიკვირდება. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ის თავს ჩათვლის ვალდებულად, კანონი მაინც არ დაარღვიოს“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ.
მისი თქმით, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის შემთხვევა ერთეული არ არის, ქალაქის ცენტრში, სადაც ყველაზე მწვავედ დგას გამწვანების პრობლემა, ათეულობით ხე მოიჭრა.
ნარმანია კი აცხადებს, რომ ეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ არის და მხოლოდ კერძო პირის დანაშაულია.
თავის მხრივ “ორბი ჯგუფში” აცხადებენ, რომ ხეების მოჭრის ნებართვა მერიისგან მიიღეს.
დღის რეიტინგული სტატიები:
- ვინ გეგმავდა მილსადენის აფეთქებას: საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთეს
- ტრაგედია კასპში: 9 წლის ბავშვი ბოძზე აძვრა და დენმა იმსხვერპლა
- ქართული ცეკვის დიდოსტატებმა თურქეთის გემი ”დაიპყრეს” (ვიდეო)
- დააკავეს 12 წლის ბიჭი რომელიც თვითლიკვიდაციას გეგმავდა (ვიდეო)
- ინფორმაცია ციხიდან: რას განიცდის საკანში გამოკეტილი მაგდა პაპიძე – დედა, რომელსაც შვილი არ ატირეს
რა ხდება სააკაძის მოედანზე (ვიდეო)